homecontact
პორციული შაქრის ”სტიკები”

sticks
თქვენი დაწესებულების ორიგინალური სავიზიტო ბარათი სტუმრებისათვის - ჩვეულებრივ სავიზიტო ბარათზე იაფი, რესპეკტაბელური და გემრიელი - ერთჯერად პაკეტებში დაფასოებული პორციული შაქარი - ე.წ ”შაქრის სტიკი” თქვენი ლოგოტიპით!

შაქრის სტიკი - არის შაქრის ფხვნილი პორციულ შეფუთვაში, მილისებრი ფორმის ქაღალდის პაკეტის სახით. შაქრის მასა ნეტო არის 5 გრ., ანუ დაახლოებით იმდენივე, რამდენიც თავსდება ჩაის კოვზზე. ჩვენ ვაწარმოებთ სტანდარტული ევროპული ზომის სტიკებს: 110X16 მმ. შეფუთვის ფორმისა და ზომის ამგვარი შეხამება მოხერხებულია ადამიანის ხელისათვის. ბუნებრივია, რომ შეფუთვა შაქრის ”სტიკები”სთვის შეიძლება დამზადდეს თქვენი შეკვეთით. ასეთ შემთხვევაში შაქრის პატარა პაკეტი უკვე ხდება რეკლამის მატარებელი და თქვენი კომპანიის კორპორატიული სტილის ელემენტი.

ფინჯან ყავასთან თუ ჩაისთან ერთად მირთმეული პორციული შაქარი, დაფასოებული პაკეტებში საფირმო ლოგოტიპით შაქრის შეთავაზების მოხერხებული, ესთეტური, ჰიგიენური და პრესტიჟული ფორმაა. ამით თქვენ ზრუნავთ კლიენტების ჯანმრთელობასა და საკუთარ იმიჯზე.

პორციული შაქარი რეკლამის საუკეთესო მატარებელია: შეფუთვაზე დატანილი თქვენი კომპანიის საფირმო ლოგოტიპი ან ბრენდის დასახელება შესანიშნავი საშუალებაა საუკეთესოდ წარმოაჩინოთ თავი. ეს ხაზს გაუსვამს თქვენს განუმეორებელ სტილსა და ინდივიდუალურობას, კლიენტებს კი გაუჩნდებათ სურვილი გეწვიონ კვლავ და კვლავ.

ჩვენი კომპანია - "A&T TRADING" LTD გთავაზობთ თქვენი ბრენდის, სავაჭრო ნიშნის, ლოგოტიპის, დასახელების დატანას პორციული დაფასოების შაქრის ”სტიკზე”.
უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ აგრეთვე ვაწვდით სტანდარტული დიზაინის - (Generic) პორციულ შაქარს 5 გრ. შეფუთვაში. მინიმალური შეკვეთა ასეთ პროდუქციაზე არის 10კგ., წარმოების დჩქარებული ვადებით.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით..
www.attrading.ge







copyright: A&T TRADING

საქართველო, თბილისი, 0160, გამსახურდიას გამზ. 34
ტელ/ფაქსი: (+995 32) 294 59 67
მობილური: (+995 577) 33 51 47

created by: Givi Mebuke